სიმებიან ხემიან საკრავთა ჯგუფის ყველაზე დიდი ზომის (2 მ-მდე) და ყველაზე დაბალი ჟღერადობის საკრავი. აქვს ოთხი სიმი. კონტრაბასზე დამკვრელი დგას ფეხზე ან ზის ხის მაღალ სკამზე. ძირითადად, საანსამბლო და საორკესტრო საკრავია. სიმფონიურ ორკესტრში ასრულებს ბანის ფუნქციას. მასზე უკრავენ ხემით ან თითების გამოკვრით (განსაკუთრებით, ჯაზურ და საესტრადო ანსამბლებში).
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი