მწვავე დაპირისპირება, რაც გამოსავალს, გადაწყვეტას პოვებს მოქმედებაში, ბრძოლაში, რადგან ნებისმიერ დაპირისპირებაში მონაწილეობს და იბრძვის ორი მხარე, რომლებიც გამოხატავენ განსხვავებულსა და ურთიერთგამომრიცხავ ინტერესებს, მოქმედებებს. მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტის აგების საფუძველი სწორედ კონფლიქტია. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იგი დრამატურგიაში და წარმოადგენს დრამატული მოქმედების განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას .
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი