ლა ლი
ლიბ ლირ ლიტ

ლიტერატურის გვარები

Lit.
ლიტერატურის გვარები პირველად აღინიშნა ძველი ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს ტრაქტატში «პოეზიის ხელოვნების შესახებ» (IV ს. ძვ. წ-ით). დღესაც ლიტერატურულ ნაწარმოებებს აჯგუფებენ ამ პრინციპით: ეპოსი, ლირიკა, დრამა. თითოეულ მათგანში გამოყოფენ ლიტერატურულ სახეობებს, რომლებსაც ჟანრებს უწოდებენ. მაგ., ეპოსს მიაკუთვნებენ რომანს, მოთხრობას, ეპოპეას, ზღაპარს, იგავს და სხვ., ლირიკას - ოდას, ელეგიას, ჰიმნს, მიძღვნას, სიმღერას, რომანსს და სხვ. ლირიკის ჟანრულ ფორმად XIX-XX სს-ში აღიქმება ლექსი. დრამას მიაკუთვნებენ - ტრაგედიას, დრამას (ვიწრო გაგებით), კომედიას; ზოგიერთი ჟანრი შეიძლება უკავშირდებოდეს ერთდროულად ორ გვარს, როგორც, მაგ., პოემა, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ეპიკური, ისე ლირიკული, ანუ ლირიკულ-ეპიკური.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9