ლა ლი
ლიბ ლირ ლიტ

ლირიკა

ლიტერატურის ერთ-ერთი გვარი. ტერმინი წარმოიშვა მუსიკალური საკრავის სახელწოდებიდან, რომლის აკომპანემენტითაც სრულდებოდა ლექსები და სიმღერები - ლირები. ლირიკა, ეპოსისა და დრამისაგან განსხვავებით მოწოდებულია მკითხველს უჩვენოს მდგომარეობა, მისი განცდები, გრძნობები. ლირიკას მიაკუთვნებენ მუსიკალურ ნაწარმოებებს, რომლებშიც ადამიანის შინაგანი სულიერი სამყაროა წარმოსახული. ლირიკული მუსიკალური ჟანრებია - რომანსი, სიმღერა, საკრავიერი მინიატურა, უფრო იშვიათად დიდი ფორმის ნაწარმოებები. მაგ., მოცარტის მე-40 სიმფონია, შუბერტის «დაუმთავრებელი სიმფონია». ლირიკულ ოპერას შეიძლება მიეკუთვნოს აგრეთვე ჩაიკოვსკის «ევგენი ონეგინი» და სხვ.
Source: ნანა მაჭარაშვილი -ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი თბ.-გამომცემლობა "მერედიანი".-2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9