უძველესი წარმოშობის დასარტყამი საკრავი, რომელიც წამყვან როლს ასრულებს სიმფონიური ორკესტრის დასარტყამ საკრავთა ჯგუფში. როგორც წესი, გამოიყენება წყვილად, ორივეზე ერთი შემსრულებელი უკრავს. წარმოადგენს დიდ სპილენძის ჭურს, მასზე გადაკრული ხბოს ტყავით, რომელსაც ხრახნებით ჭიმავენ ან უშვებენ ბგერის სიმაღლის შესაცვლელად. უკრავენ თითებით ან ხის მრგვალთავიანი ჯოხებით.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი