ლირიკული შინაარსის იტალიური სიმღერა მშობლიურ ენაზე (განსხვავებით იმ სასიმღერო ჟანრებისაგან, რომლებსაც იმხანად ლათინურ ენაზე წერდნენ). თავდაპირველად იყო ერთხმიანი სიმღერა, XIV ს-დან ხდება ორ-სამხმიანი. მისი განსაკუთრებული აღმავლობის ხანაში (XVI ს.) ცენტრალურ ადგილს იკავებს როგორც საერო ჟანრი და წარმოადგენს 4-5 ხმიან გაშლილ პოემას მოქნილი, განვითარებული მელოდიით, ქრომატიზმებით, მოდულაციებით. დრამატულმა ტენდენციებმა, რომლებიც მოგვიანებით (XVII ს. შუა წლები) გამომჟღავნდა მადრიგალში, იგი საოპერო ხელოვნების ერთ-ერთ წყაროდ აქციეს.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი