მა მე მი მო მრ მუ მძ მხ
მად მაე მაზ მათ მაი მარ

მარში

მსვლელობა მუსიკალური ნაწარმოები მწყობრი ნაბიჯის ტემპით, ენერგიული, მტკიცე, ორწილადი ზომის. როგორც წესი, სამნაწილიანი ფორმისაა, სადაც შუა ნაწილი კონტრასტული, ლირიკულია, ხოლო მესამე - იმეორებს პირველს. მარშს გააჩნია დიდი მაორგანიზებელი ძალა, ამიტომ ხშირად იყენებენ საბრძოლო სულის ასამაღლებლად საომარი მოქმედებების დროს - ასეთ სამხედრო მარშებს ასრულებს, როგორც წესი, სასულე ორკესტრი. არსებობს სადღესასწაულო, სამგლოვიარო, სპორტული, მხედრული და სხვა სახის. მარშის ჟანრი ფართოდ გამოიყენება თეატრალურ, სიმფონიურ, სოლო-საკრავიერ მუსიკაში (მაგ., ვერდის ოპერაში «აიდა», ჩაიკოვსკის ბალეტში «მაკნატუნა», ბეთჰოვენის, მენდელსონის, შოპენის ნაწარმოებებში).
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9