მცირე მელოდიური მიმოქცევები, რომლებიც ამკობს, ალამაზებს ძირითად მელოდიურ ხაზს. სანოტო ტექსტში ყველა მელიზმს (მორდენტი, ტრელი, ფორშლაგი და ა.შ.) აქვს თავისი გრაფიკული აღნიშვნა. თავდაპირველად გაჩნდა ვოკალურ მუსიკაში, შემდგომ გავრცელდა საკრავიერშიც.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი