მა მე მი მო მრ მუ მძ მხ
მელ მენ მეს მეტ

მელოდია

Mus.
კილოსა და რიტმის მეშვეობით ორგანიზებული სხვადასხვა სიმაღლის ბგერების მხატვრულად გააზრებული რიგი, წარმოადგენს რეალისტური მუსიკის საფუძველს, გამოხატავს ნაწარმოების იდეურ-ემოციურ შინაარსს. ერთხმიან მუსიკაში ნაწარმოების შინაარსი, იდეა გადმოიცემა სწორედ მელოდიაში. მრავალხმიან მუსიკაში ჟღერს ან რამდენიმე დამოუკიდებელი მელოდია (პოლიფონიაში) ან ერთი მელოდია ჰარმონიული თანხლებით (ჰომოფონია). ზედმიწევნით მღერად მელოდიას ეწოდება კანტილენა, სამეტყველო ინტონაციების მქონეს - რეჩიტატივი. განასხვავებენ ვოკალურ და საკრავიერ მელოდიას. მელოდიის ტიპი ნათლად ახასიათებს მუსიკალური ნაწარმოების სტილს, ჟანრს, მის ეროვნულ კოლორიტს.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9