მრავალხმიანი, ციკლური საგუნდო ნაწარმოები კათოლიკური ლიტურგიის ტექსტზე. მრავალნაწილიანი ფორმით ჩამოყალიბდა XIV ს. მისი ძირითადი ნაწილებია: კირიე-უფალო, შეგვიწყალე; გლორია-დიდება; კრედო-მწამს; სანკტუს - წმინდა არს; ბენედიკტუს - კურთხეულ არს მომავალი; აგნუს დეი - ღვთის კრავი.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი