მა მე მი მო მრ მუ მძ მხ
მიზ მით მინ მიუ

მიზანსცენა

Theatr.
Fr.
მსახიობთა განლაგება სცენაზე სპექტაკლის მსვლელობის ამა თუ იმ მომენტში, მონაკვეთში. XIX ს-მდე სპექტაკლებს დგამდნენ სწრაფად, ერთი-ორი რეპეტიციის შემდეგ. სცენაზე განმკარგულებელი, ჩვეულებრივ, პირველი მსახიობი იყო, რომელიც სცენაზე ანაწილებდა კოლეგებს იმდაგვარად, რომ მაყურებელს შეძლებოდა კარგად დაენახა თითოული მათგანი. XIX-XX სს. მიჯნაზე, როდესაც რეჟისორის ხელოვნებას ჩაეყარა საფუძველი, მიზანსცენა იქცა მნიშვნელოვან დრამატურგიულ ხერხად რეჟისორისათვის. რეჟისორი რეპეტიციაზე მოდის სცენაზე მსახიობთა განლაგების წინასწარ გამზადებული მონახაზით, თუმცა შემდეგ მას შეაქვს გარკვეული ცვლილებები, თუნდაც მსახიობთა შეხედულებების, აზრის გათვალისწინებით. მიზანსცენების სწორი გადაწყვეტა ბევრად განსაზღვრავს სპექტაკლის წარმატებას.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9