მა მე მი მო მრ მუ მძ მხ
მიზ მით მინ მიუ

მითი

თქმულება, რომელშიც გადმოიცემოდა უძველესი ხანის ადამიანების რწმენა, მათი წარმოდგენები სამყაროს წარმოშობაზე, ბუნების მოვლენებზე, ღმერთებსა და ზღაპრულ გმირებზე. ანტიკურ ლიტერატურაში თითქმის მთელი პოეზია მიძღვნილი იყო მითოლოგიური თემებისადმი, ყოფითი თემები დასაშვები იყო მხოლოდ «დაბალი» ჟანრებისათვის. აღორძინებისა და კლასიციზმის ეპოქებში პოემებისა და ტრაგედიების უმრავლესობა იწერებოდა ანტიკური მითების სიუჟეტებზე. რომანტიზმის ეპოქაში ანტიკურ მითებთან ერთად გაიზარდა ინტერესი სხვა მითოლოგიების (სკანდინავიური, ინდური, ძველი სლავური და სხვ.) ნიმუშების მიმართაც. მას შემდეგ, რაც XIX ს-ში მეცნიერებამ მრავალი ქვეყნისა და ხალხების მითები შეისწავლა, გამოავლინა ყველა მითოლოგიის საერთო და უნივერსალური თემები, მრავალმა მწერალმა დაიწყო საკუთარი ნაწარმოებების შექმნა, რომლებშიც მითოლოგიური სიუჟეტები შემოქმედებითად იყო დამუშავებული, ნაწარმოებები კი ღრმა და მნიშვნელოვანი აზრის მატარებელი. მითოლოგიურ თემებზე შეიქმნა მსოფლიო დრამატურგიის საუკეთესო ნიმუშები, რომლებმაც სცენაზე, ეკრანებზე განაგრძეს სიცოცხლე. ანტიკურმა მითებმა, ლეგენდებმა მისცეს უმდიდრესი სიუჟეტები ბრწყინვალე სურათებისათვის ბოტიჩელის, ჯორჯონეს, ლეონარდოს, მიქელანჯელოს და მრავალ სხვა უდიდეს ხელოვანს. სათანადო ასახვა პოვა მითოლოგიამ მუსიკალურ ხელოვნებაშიც.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9