მა მე მი მო მრ მუ მძ მხ
მელ მენ მეს მეტ

მეტაფორა

Gk.
გადატანა პოეზიასა და პროზაში ლექსიკური გამომსახველობის ხერხი. ჯერ კიდევ არისტოტელე წერდა თავის «პოეტიკაში», რომ ყველაზე მნიშვნელოვანია იყო დახელოვნებული მეტაფორებში, რაც ტალანტის ნიშანია, რამეთუ შეარჩიო კარგი მეტაფორა, ნიშნავს ზუსტად დააფიქსირო მსგავსება საგნებსა და მოვლენებთან. ნებისმიერი მეტაფორა მკითხველისაგან მოითხოვს მწერლის ან პოეტის მიერ შექმნილ სახეში წვდომისათვის დაძაბოს ყურადღება, მოიკრიბოს აზრი და აამოქმედოს წარმოსახვა. გამოყოფენ მეტაფორის 2 ტიპს: 1) კონკრეტული საგანი მხოლოდ იგულისხმება, რაც საკმაოდ მკაფიოდ ჩანს. ამ ტიპის მეტაფორების საფუძველზე შეიძლება აიგოს ალეგორია; 2) მეტაფორაში გაერთიანებულია რამდენიმე საგნობრივი მნიშვნელობა. ეს მეტაფორები მრავალმხრივ შეიძლება იქნეს გაგებული - მეტაფორის ეს ტიპი უახლოვდება სიმბოლოს.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9