მონუმენტური ხელოვნების ერთ-ერთი სახე, რომელშიც გამოსახულება, ორნამენტი შედგება ბუნებრივი ქვის, შუშის, კერამიკის, ხის ან სხვა ნაირფერი მასალებისაგან. განასხვავებენ მოზაიკური ნაწარმოებების ორ ტიპს: 1) ნაწარმოები, რომელიც შედგენილია შუშის ან ქვის პატარა კუბებისაგან (ანტიკურ ხანაში წარმოშობილი ე.წ. რომაული მოზაიკის ტექნიკა) და 2) ნაწარმოები, რომელიც აიგება მრავალფეროვანი მარმარილოსა და იასპის (მინერალი) თხელი ფირფიტებისაგან, რომლებიც გამოიჭრება და გამოსახულების კონტურების ერთმანეთთან მისადაგების საფუძველზე შეადგენენ ნახატს (ე.წ. ფლორენციული მოზაიკა).
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი