მა მე მი მო მრ მუ მძ მხ
მოდ მოზ მოთ მოლ მონ

მოთხრობა

Lit.
თხრობითი, პროზაული ჟანრი, რომელსაც ახასიათებს მცირე მოცულობის ტექსტი და ერთიანი მხატვრული მოვლენის ასახვა. ჟანრს აქვს ორი ისტორიულად ჩამოყალიბებული სახესხვაობა: მოთხრობა (ვიწრო გაგებით) და ნოველა. საზღვრები «მცირე ჟანრის» ამ ორ ნაწარმოებს შორის არამდგრადია, ზოგიერთ შემთხვევაში ერთ ნაწარმოებში შეიძლება მოხდეს როგორც ერთის, ისე მეორის ნიშნების შერწყმა. ნოველა გამოირჩევა მწვავე კონფლიქტით, სიუჟეტის დრამატიზმით, არცთუ იშვიათად მთავრდება მოულოდნელი ფინალით. სხვაგვარად ვითარდება სიუჟეტიც, აზრიც მოთხრობაში (ვიწრო გაგებით) - ერთიანი მოვლენის ფონზე აისახება ცხოვრების კანონზომიერებები. სამყარო მკითხველის წინაშე წარმოდგება ზოგჯერ დრამატული წინააღმდეგობების წარმოსახვით, ზოგჯერ კი ლირიკული გრძნობების მოზღვავებით, ცრემლითა თუ ღიმილით.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9