მა მე მი მო მრ მუ მძ მხ
მოდ მოზ მოთ მოლ მონ

მონტაჟი

ფილმის წარმოების დამამთავრებელი შემოქმედებითი და ტექნიკური პროცესი, რომლის დროსაც ფირზე გადაღებული მასალა გაივლის დამუშავების რამდენიმე ეტაპს და საუკეთესო კადრები გაერთიანდება მთლიან კომპოზიციად. მონტაჟი ორგანულადაა დაკავშირებული ფილმის დრამატურგიასა და კომპოზიციასთან. ფილმის ეპიზოდის მონტაჟური გადაწყვეტა გამომდინარეობს რეჟისორის იდეურ-მხატვრული ჩანაფიქრიდან. გააზრებული მონტაჟი, რომელიც ექვემდებარებოდა რეჟისორის ჩანაფიქრს, დაიწყეს 1908 წელს, როდესაც გაიზარდა ფილმების ხანგრძლივობა და საჭირო გახდა მათი კომპოზიციების გააზრებული შედგენა.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9