მა მე მი მო მრ მუ მძ მხ
მუზ მულ მუნ მუს

მუსიკა

ხელოვნების დარგი, რომელიც სინამდვილეს, გარესამყაროს, იდეებს, აზრებს, განცდებს გამოსახავს ბგერითი მხატვრული სახეებით. მუსიკას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კაცობრიობის ისტორიაში. ყველა ერს აქვს თავისი ხალხური და პროფესიული მუსიკა. ფიქსირდება სანოტო დამწერლობით, ჟღერს შემსრულებლის მიერ. არის ვოკალური, ვოკალურ-საკრავიერი, საკრავიერი; ერთხმიანი (ჰომოფონია) და მრავალხმიანი (პოლიფონია); სოლო, საანსამბლო და საორკესტრო ან საგუნდო; ხშირად ერწყმის ხელოვნების სხვა სახეებს (პოეზიას, ქორეოგრაფიას, სახვით ხელოვნებას, თეატრალურსა თუ კინოხელოვნებას).
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9