მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ხალხურ მუსიკალურ შემოქმედებას - ხალხურ ვოკალურ და საკრავიერ მუსიკას - ისტორიული განვითარების პროცესში. მეცნიერულ კვლევას საფუძვლად უდევს ხალხური მუსიკის ნიმუშების ჩაწერა, შეგროვება, შესწავლა, ანალიზი, მუსიკალური კანონზომიერებების დადგენა, სისტემატიზაცია. ქართულ ი მუსიკალური ფოლკლორისტიკის ფუძემდებელია გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი დიმიტრი არაყიშვილი»).
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი