1. ლიტერატურა (წიგნები, ჟურნალები, საგაზეთი სტატიები) მუსიკის შესახებ; 2. მუსიკალური ნაწარმოებების (მათი სანოტო გამოცემების) ერთობლიობა; 3. სამუსიკო სასწავლებლებში სასწავლო დისციპლინა, რომელიც მოსწავლეებს აცნობს სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნის, სტილის, ჟანრის, ფორმის მუსიკალურ ნაწარმოებებს და აძლევს საწყის ცნობებს მუსიკის ისტორიიდან.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი