თვალსაჩინო რუს კომპოზიტორთა შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც ჩამოყალიბდა XIX ს. 60-იან წლებში პეტერბურგში, მილი ალექსის ძე ბალაკირევის ხელმძღვანელობით. მასში შედიოდნენ - ა. პ. ბოროდინი, ც. ა. კიუი, მ. პ. მუსორგსკი, ნ. ა. რიმსკი-კორსაკოვი. ჯგუფს სახელი უწოდა კრიტიკოსმა ვლ. ვ. სტასოვმა. ჯგუფის წევრები ცდილობდნენ მუსიკაში ეროვნული სტილის, ხალხურობის, რეალიზმის პრინციპების დამკვიდრებას.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი