ინდოეთიდან მთელ აზიაში გავრცელებული დასარტყამი საკრავი, დიპლიპიტოს მსგავსი, გამოიყენება წყვილად. წარმოადგენს ხის, თიხის ან ლითონის საკმაოდ დიდ ჭურს, რომელზეც გადაკრულია თხის ან მოზვერის ტყავი. უკრავენ მრგვალთავიანი ხის ჯოხებით ან თითებით, აქვს ძალზე ძლიერი, საზეიმოდ მოგუგუნე ხმა. გამოიყენება პროფესიულ მუსიკაშიც.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი