XIX ს-ის დასასრულისა და XX ს-ის დამდეგის მხატვრული მიმდინარეობა, რომანტიზმის განვითარების გვიანდელი პერიოდი, რომლისთვისაც დამახასიათებელია შემოქმედების მცირე ფორმებიდან (რაც რომანტიზმისათვის იყო დამახასიათებელი) კვლავ დიდ, მასშტაბურ ფორმებზე გადასვლა, რომანტიკული პრობლემატიკის ფილოსოფიური გართულება, ყოველდღიურობის, რეალური სინამდვილის უარყოფა, იდუმალ-მაგიურისაკენ მიბრუნება. სხვადასხვა ქვეყანაში ნეორომანტიზმმა სხვადასხვა შინაარსი შეიძინა, ამიტომაც მას ნაკლებად შეიძლება ვუწოდოთ ერთიანი, ზოგადი მიმდინარეობა.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი