1. XVIII ს-ში პატარა პიესების ციკლი სასულე საკრავთა ანსამბლისათვის, რომელიც სრულდებოდა ღამით, ღია ცის ქვეშ (სერენადის მსგავსად);
2. XIX ს-დან მღერადი, მეოცნებე, ლირიკული ხასიათის მუსიკალური პიესა, სამნაწილიანი ფორმის (რომელშიც შუა ნაწილი შედარებით ცოცხალი, ენერგიულია). ასეთი ნოქტიურნები ფორტეპიანოსათვის პირველად შექმნა ირლანდიელმა კომპოზიტორმა და პიანისტმა ჯონ ფილდმა (1814 წ.), შემდგომ კი - შოპენმა, დებიუსიმ»).
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი