"პატარა ოპერა"
კომედიური ხასიათის მუსიკალურ-სცენიური ნაწარმოები, რომელშიც შერწყმულია ვოკალური და საკრავიერი მუსიკა, ცეკვა, ფართოდ გამოიყენება სალაპარაკო დიალოგები, რითაც ოპერეტა განსხვავდება კომიკური ოპერისაგან. როგორც დამოუკიდებელი ჟანრი, ოპერეტა ჩამოყალიბდა XIX ს-ში, პარიზში (ჟ. ოფენბახი).
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი