აბ ად ავ აკ ალ ამ ან აპ არ აფ აღ
ანდ ანი ანო ანს ანტ ანშ

ანსამბლი

Fr. ensemble
"ერთად"
მუს.1) მწყობრი, შეთანხმებული შესრულება;
2) შემსრულებელთა ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს ერთ მხატვრულ კოლექტივს;
3) შემსრულებელთა მცირე ჯგუფისათვის შექმნილი კამერული მუსიკალური ნაწარმოები ან დიდი ფორმის ნაწარმოების (მაგ., ოპერის) შემადგენელი ნაწილი. ასეთებია, დუეტი (2 შემსრულებელი), ტრიო (3), კვარტეტი (4), კვინტეტი (5), სექსტეტი (6), სეპტეტი (7), ოქტეტი (8), ნონეტი (9) და ა.შ;
2.თეატრ. მსახიობთა მწყობრი, შეთანხმებული თამაში, რაც ექვემდებარება სპექტაკლის საერთო შემოქმედებით ამოცანას, მის საერთო რიტმსა და განწყობილებას. ანსამბლის ხელოვნება ქართულ თეატრში განამტკიცა კოტე მარჯანიშვილმა. თეატრალური ანსამბლის მეოხებით წყდება რთული შემოქმედებითი ამოცანები (ეპოქის, გარემოს დახასიათება, მასობრივი სცენების გადაწყვეტა, ემოციური განწყობილების შექმნა, პარტნიორთა შორის ღრმა ფსიქოლოგიური ურთიერთობის დამყარება და სხვ.);
3. არქიტ. ნაგებობათა სივრცობრივი კომპოზიციების, საინჟინრო ნაგებობების (ხიდები, სანაპიროები და სხვ.), მონუმენტური ფერწერის, ქანდაკების ჰარმონიული ერთობლიობა.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9