ოდ ოპ ორ
ორა ორგ ორი

ორგანი

L.
ინსტრუმენტი, იარაღი სასულე კლავიშებიანი საკრავი. შედგება სხვადასხვა ზომის ხისა და ლითონის მილებისაგან და, აგრეთვე, პნევმატური სისტემისაგან (ჰაერის დასატუმბი მოწყობილობისაგან), რომლებიც მოთავსებულია ერთ მთლიან კორპუსში, უკრავენ ხელის (მანუალი) და ფეხის (პედალი) კლავიატურებზე. ორგანს აქვს რამდენიმე ათასი მილი და 150-მდე რეგისტრი. ორგანი ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში. ევროპაში ფართოდ გავრცელდა XVI ს-დან, განსაკუთრებით კათოლიკურ ეკლესიაში. ორგანზე შესანიშნავად უკრავდნენ ბახი, ჰაიდნი, მოცარტი. საორგანო მუსიკის შესანიშნავი ნიმუშები (მაგ., ბახის) გასცდა კათოლიკური ეკლესიის ფარგლებს და დღესაც ხშირად სრულდება საკონცერტო დარბაზებში.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9