აღმოსავლურ-აზიური ტაძარი, წარმოადგენს კოშკისებრ, ხშირ შემთხვევაში მრავალსართულიან ნაგებობას, რომელშიც განთავსებულია ბუდისტური რელიკვიები. ძველ ჩინელ ხუროთმოძღვართა მიერ შექმნილი ეს შესანიშნავი ძეგლები დღესაც შემონახულია ჩინეთში, კორეაში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი.