პა პე პი პლ პო პრ პუ
პაგ პალ პან პარ პას

პალიტრა

მცირე ზომის სწორკუთხოვანი, ოვალური ან სხვა ფორმის დაფა, რომელზეც მხატვარი ახდენს საღებავების შერჩევა-შეხამებას. ზეთის საღებავებისათვის განკუთვნილი პალიტრა ძირითადად მზადდება ხისაგან, აკვარელისა და გუაშისათვის - თეთრი პლასტიკისაგან. ასეთ პალიტრას ზოგჯერ საღებავისათვის აქვს ჩაღრმავებები. თითოეული მხატვარი უპირატეობას ანიჭებს პალიტრაზე საღებავების განსაზღვრულ, მისთვის განსაკუთრებით მოხერხებულ განლაგებას, ფერთა განსაზღვრულ რაოდენობას. ამიტომაც საღებავების ნუსხას, რომელსაც ესა თუ ის მხატვარი იყენებს, ასევე პალიტრას უწოდებენ, გულისხმობენ ფერთა განსაკუთრებულ წყობას, რომელიც დამახასიათებელია მხატვრის კონკრეტული ნაწარმოების ან, მთლიანობაში, მხატვრის შემოქმედებისათვის. ამ მნიშვნელობით ტერმინი «პალიტრა» ახლოსაა «კოლორიტთან» (მაგ., ფრანგი მხატვრის პაბლო პიკასოს პალიტრა მისი შემოქმედების ე.წ. «ცისფერ პერიოდში» შედგებოდა ძირითადად, ცისფერი, ლურჯი და მწვანე საღებავებისაგან, მომდევნო «ვარდისფერ პერიოდში» - თბილი მოვარდისფრო ელფერისაგან.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9