პა პე პი პლ პო პრ პუ
პაგ პალ პან პარ პას

პასტორალი

L.
"მწყემსური"
1. მცირე ზომის ოპერა, ბალეტი, თეატრალური სპექტაკლი, რომლის სიუჟეტიც გვიხატავს სოფლის ცხოვრების იდილიას. პოპულარული იყო XVII-XVIII სს. ევროპაში, სამეფო კარის ხელოვნებაში. პასტორალური ოპერები დაწერეს ქრისტოფ ვილიბალდ გლიუკმა, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტმა, ჟან ფილიპ რამომ;
2. პროგრამულ-ასახვითი ხასიათის, ბუნებისა და სოფლის ცხოვრების იდილიური სურათების წარმომსახველი საკრავიერი ნაწარმოები (მაგ., ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-15 საფორტეპიანო სონატა «პასტორალური») ან მსხვილი ფორმის ციკლური ნაწარმოების რომელიმე ნაწილი (მაგ., ბეთჰოვენის მე-16 «პასტორალური სიმფონია»);
3. ლიტერატურული ჟანრი (ეპიკური, ლირიკული ან დრამატული), რომელსაც ახასიათებს მწყემსური ყოფის იდეალიზაცია და მისი დაპირისპირება ქალაქის ხმაურიან ცხოვრებასთან.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9