პა პე პი პლ პო პრ პუ
პლე

პლენერი

სუფთა ჰაერი აღნიშნავს ბუნებრივი განათების, ჰაერის, გარემოს გადმოცემას სურათში. პლენერულ ფერწერას საფუძველი ჩაეყარა მხატვრების ღია ცის ქვეშ მუშაობის შედეგად. მათი მიზანი იყო, რაც შეიძლება, საფუძვლიანად აღებეჭდათ ბუნების რეალობა. პლენერული ფერწერის ჩანასახები აღორძინების ეპოქისა და XVII ს-ის ოსტატებთანაც გვხვდება, თუმცა, პლენერის პრინციპები, ძირითადად, XIX ს-ის I ნახევრიდან გავრცელდა (ჯ. კონსტებლი - ინგლისში, ა. ივანოვი - რუსეთში). პლენერული ფერწერის წინამორბედებად შეგვიძლია მივიჩნიოთ XIX ს-ის II ნახევარში ჩამოყალიბებული ე. წ. «ბარბიზონის სკოლის» მხატვართა ჯგუფი (რუსო, დიუპრე და სხვ.), აგრეთვე კორო. პლენერის პრინციპები ყველაზე სრულყოფილად ასახეს იმპრესიონისტებმა (მონე, პისარო, რენუარი და სხვ.) პლენერულ ფერწერაში წარმატებით მუშაობდნენ პოლენოვი, ლევიტანი, სეროვი და სხვ. საქართველოში - გ. გაბაშვილი, მ. თოიძე და მრავალი სხვა. პლენერული ფერწერისადმი ინტერესი დღესაც არ შენელებულა.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9