პა პე პი პლ პო პრ პუ
პოე პოლ პოპ პორ პოს

პოემა

მსხვილი ფორმის თხრობითი სიუჟეტის პოეტური ქმნილება. ერთ-ერთი პირველი ნიმუშები შეიქმნა ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში (ჰომეროსის «ოდისეა», «ილიადა»). შუა საუკუნეებში ფართო გავრცელება პოვა რომანტიკული სიუჟეტის პოემებმა (რუსთაველის «ვეფხისტყაოსანი», ფირდოუსის «შაჰნამე»). რომანტიზმის ეპოქაში ჟანრმა სოციალურ-ფილოსოფიური ხასიათი შეიძინა (ბაირონის, ჰაინეს, პუშკინის, ლერმონტოვის ნაწარმოებები). XIX ს-ში, მიუხედავად ჟანრის ერთგვარი დაცემისა, იქმნება მისი ცალკეული თვალსაჩინო ნიმუშები. პოემა რთული ჟანრია, არცთუ იშვიათად, ძნელად აღსაქმელი. ახასიათებს მრავალსიუჟეტურობა, ხშირად მრავალგმირიანობა, რთული კომპოზიცია, აზრობრივად დატვირთული ეპიზოდები, ენისა და რიტმის თავისებურება, მრავალპლანიანობა. ცნობილია მისი ჟანრული სახესხვაობები: გმირული, დიდაქტიკური, სატირული, რომანტიკული, ლირიკული, დრამატული და სხვ. მუსიკალურ ხელოვნებაში პოემა გულისხმობს სოლო საკრავისათვის შექმნილ ლირიკულ-ეპიკური ხასიათის, თავისუფალი ფორმის პატარა პიესას. ასევე, დიდი ფორმის ერთნაწილიან საორკესტრო ნაწარმოებს, ძირითადად, პროგრამული შინაარსის მქონეს (მაგ., ლისტის სიმფონიური პოემები «პრელუდები», «ტასო», ო. თაქთაქიშვილის «მწირი» და სხვ).
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9