პა პე პი პლ პო პრ პუ
პრე პრო

პრელუდია

თავდაპირველად წარმოადგენდა იმპროვიზაციული ხასიათის მცირე შესავალს, რომელიც სრულდებოდა ძირითადი ნაწარმოების წინ. XV ს-დან წარმოადგენს დამოუკიდებელ საკრავიერ პიესას (ორგანისთვის, კლავესინისთვის), როგორც შესავალი პიესა კი წარმოდგენილია ბახთან, ციკლიურ ფორმებში (მაგ., «48 პრელუდია და ფუგა», «ფრანგული სიუიტები» და სხვ.). პრელუდიების კრებულებს, შემდგარს 24 პიესისაგან (ყველა ტონალობაში), ქმნიდნენ შოპენი, შოსტაკოვიჩი, დებიუსი.
Source: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN: 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9