პა პე პი პლ პო პრ პუ
პრე პრო

პროგრამული მუსიკა

საკრავიერი მუსიკა, შექმნილი კონკრეტულ თემაზე (სიუჟეტზე), რომელიც, როგორც წესი, მოცემულია სპეციალურ სიტყვიერ განმარტებაში (პროგრამაში) და ნაწარმოების დასათაურებაში. სიუჟეტი შეიძლება იყოს თვით კომპოზიტორის მიერ შეთხზული, ლიტერატურული ნაწარმოებიდან აღებული, ისტორიული, ყოფითი, ფილოსოფიური და სხვ. პროგრამულობა განსაკუთრებით დამახასიათებელია მუსიკალური რომანტიზმისათვის (გრიგი, შუმანი, მუსორგსკი). მასში ხშირად გამოიყენება ყოფითი ხასიათის მუსიკალური ჟანრები (სიმღერა, ცეკვა, მარში), ბგერწერითი ხერხები (მაგ., შუმანის «კარნავალი», ჩაიკოვსკის «წელიწადის დრონი» და სხვ.).
Source: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN: 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9