1. გამანათებელი აპარატურა, რომელიც დადგმულია სცენის იატაკზე, მის წინა, განაპირა მხარეს; სცენას ანათებს წინიდან და ქვემოდან. თანამედროვე თეატრში რამპა წარმოადგენს საერთო გამანათებელი სისტემის ნაწილს;
2. ზღვარი მაყურებელთა დარბაზსა და სცენას შორის ("რამპის წინ" ნიშნავს მაყურებელთა დარბაზში, "რამპის უკან" - სცენაზე);
3. გადატანითი მნიშვნელობით, საერთოდ სცენა, თეატრი.
Source: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN: 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]