რა რე რი რო
რეა რეგ რეკ რელ რემ რენ რეპ რეტ

რეალიზმი

მიმდინარეობა ხელოვნებაში, რომელიც ეყრდნობა სინამდვილის ობიექტურად ასახვას მხატვრული სახეებით. ხელოვნების განვითარების პროცესში რეალიზმმა კონკრეტული ისტორიული ფორმები და შემოქმედებითი მეთოდები შეიძინა. ასე მაგ., ცნობილია განმანათლებლობის რეალიზმი, კრიტიკული რეალიზმი, სოციალისტური რეალიზმი. შედარებით ვიწრო მნიშვნელობით რეალიზმი განიხილება როგორც მხატვრული სტილი, რომელიც ასახავს პიროვნებას მის თანამედროვე საზოგადოებრივ და სოციალურ გარემოში. თუ ლიტერატურის სფეროში ტერმინი განმანათლებლობის ეპოქაში წარმოიშვა (XVIII ს.), სახვით ხელოვნებასთან დაკავშირებით იგი XIX ს-ის შუა ხანებში გაჩნდა, როდესაც გამოიკვეთა ხელოვანთა დაინტერესება უბრალო ადამიანთა ყოველღიური ცხოვრების ასახვით. განსაკუთრებით მყარად დამკვიდრდა რეალიზმის ტრადიციები ყოფით და ისტორიულ ჟანრებში, პორტრეტში. ამ მხრივ სათანადო წვლილი შეიტანეს რუსეთში მოღვაწე ე.წ. "პერედვიჟნიკებმა".
Source: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN: 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9