რა რე რი რო
რეა რეგ რეკ რელ რემ რენ რეპ რეტ

რელიეფი

ქანდაკების ერთ-ერთი სახე. მრგვალი ქანდაკებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება დავათვალიეროთ ყოველი მხრიდან, რელიეფი განთავსებულია სიბრტყეზე. მას შეიძლება ჰქონდეს დამოუკიდებელი დაზგური მნიშვნელობა ან წარმოადგენდეს არქიტექტურული ან სკულპტურული ნაწარმოების ნაწილს. რელიეფი შეიძლება გადმოდიოდეს სიბრტყიდან, ან ჩაღრმავდეს მასში. გამოკვეთილი რელიეფი - ბარელიეფი და ჰორელიეფი საკმაოდ გავრცელებულია, ვიდრე ჩაღრმავებული - კონტრრელიეფი.
ბარელიეფში (ფრანგ. - დაბალი რელიეფი) - გამოსახულება (ფიგურები, საგნები, ორნამენტები) გამოდიან ფონის სიბრტყიდან თავისი მოცულობის ნახევარზე ნაკლებად. ამშვენებენ ნაგებობათა კედლებს, მემორიალურ დაფებს, მონეტებს, მედლებს და ა.შ.
ჰორელიეფში (ფრანგ. - მაღალი რელიეფი), ბარელიეფისაგან განსხვავებით გამოსახულება (ფიგურები, საგნები) გამოდიან სიბრტყიდან თავისი მოცულობის ნახევარზე მეტად და აღიქმება სრული მოცულობით, რომელიც მხოლოდ ეხება სიბრტყეს. ჰორელიეფები ხშირად გამოიყენება არქიტექტურაში.
Source: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN: 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9