რა რე რი რო
როკ რომ რონ

როკოკო

XVIII ს-ის ევროპული ხელოვნების სტილი, რომელსაც საფუძველი საფრანგეთში ჩაეყარა, სახელწოდება კი მიიღო ორნამენტიკიდან, რომლის სახელწოდებაცაა «როკაიდი» და რომელიც ამ სტილისთვისაა დამახასიათებელი. როკოკოს სტილმა უარყო ბაროკოსთვის დამახასიათებელი მონუმენტურობა და დიდი გაქანება. ძირითადად გამოხატულება პოვა არქიტექტურაში, ფერწერაში, გრაფიკაში. მისთვის დამახასიათებელია საზოგადოებრივი ცხოვრებისადმი გულგრილობა, გამოგონილი განცდების სამყაროსაკენ სწრაფვა, მითოლოგიური და პასტორალური სიუჟეტების დომინირება, სახეების თეატრალობა. როკოკოს ფერწერა (დაზგური სურათები, პანოები, კედლის მოხატულობები, გობელენები) გამოირჩევა კომპოზიციების ასიმეტრიულობით, მოხდენილი, ჩვეულებრივ ღია, მკრთალი საღებავების დახვეწილი შეხამებით. როკოკოს სკულპტურა წარმოდგენილია უპირატესად დეკორატიული რელიეფებით, მცირე ქანდაკებებით, ბიუსტებით, გამოირჩევა მორთულობითა და სინატიფით.
Source: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN: 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9