სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სფ სც
საბ სათ სალ სამ სარ სას საქ საყ

საბავშვო ლიტერატურა

ასე უწოდებენ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, რომლებიც ბავშვებისთვისაა დაწერილი. თუმცა არის ნაწარმოებებიც, რომლებსაც, მიუხედავად იმისა, რომ საგანგებოდ ბავშვებისთვის არ არის შექმნილი, დიდი ინტერესით კითხულობს ყველა თაობის მკითხველი. განსაკუთრებით იტაცებთ ბავშვებს ზღაპრების ჯადოსნური სამყარო. გარდა ხალხური ზღაპრებისა, ისინი ბევრ მეზღაპრეს და მის შესანიშნავ ნაწარმოებს იცნობენ. ესენია: მსოფლიოს უდიდეს მეზღაპრედ აღიარებული ჰანს ქრისტიან ანდერსენი ("საძაგელი ბატის ჭუკი", "ნამცეცა", "გედები", «თოვლის დედოფალი» და სხვ.), პირველი ლიტერატურული ზღაპრის ავტორი შარლ პერო ("წითელქუდა", "ჩექმებიანი კატა", "მძინარე მზეთუნახავი" და სხვ.), აგრეთვე ძმები - იაკობ და ვილჰელმ გრიმები, რომლებიც გამოსცემდნენ კრებულს "საბავშვო და საოჯახო ზღაპრები" და რომლებშიც შევიდა დაახლოებით 200-მდე ზღაპარი, ვილჰელმ ჰაუფი, ჯანი როდარი, რადიარდ კიპლინგი, ალექსანდრე პუშკინი და სხვ. მრავალი თაობა აღიზარდა ნაწარმოებებზე, რომლებიც საბავშვო ლიტერატურის კლასიკურ ნიმუშებადაა აღიარებული და რომლებსაც უდიდესი ინტერესით ეცნობიან უფროსებიც. ესენია: დანიელ დეფოს "რობინზონ კრუზო", ჯონათან სვიფტის "გულივერის თავგადასავლები", ჩარლზ დიკენსის "ოლივერ ტვისტის თავგადასავლები", ჰ. მალოს "უსახლკარო", ჰარიეტ ბიჩერ-სტოუს "ბიძია თომას ქოხი". განსაკუთრებით უნდა გამოიყოს მარკ ტვენის შემოქმედება ("ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის თავგადასავლები", "უფლისწული და მათხოვარი"). მოზარდებს განსაკუთრებით იტაცებთ მოგზაურობებისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრი (ჟიულ ვერნი, არტურ კონან-დოილი, ს. სტივენსონი, მაინ რიდი, ფენიმორ კუპერი და სხვ.), ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებების ("სახურავის ბინადარი კარლსონი", "პეპი გრძელი წინდა" და სხვ.) პერსონაჟები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ნორჩი მკითხველისთვისაა ცნობილი. უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ჯ. როულინგის "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა".
Source: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN: 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9