სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სფ სც
საბ სათ სალ სამ სარ სას საქ საყ

სათავგადასავლო ფილმი

Cinematog.
სათავგადასავლო ფილმი - კინოხელოვნების სახეობა, რომელიც აგებულია სათავგადასავლო თემატიკაზე, ახასიათებს მძაფრი, დაძაბული, გაშლილი ფაბულა, მოულოდნელობებითა და ხიფათით აღსავსე ეპიზოდები. პირველ სათავგადასავლო ფილმად მსოფლიო კინოს ისტორიაში ითვლება «მატარებლის დიდი გაძარცვა» (1903 წ. რეჟისორი ე.ს. პორტერი), რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამერიკული ვესტერნის მდიდარ ბიოგრაფიას. განვითარების პროცესში სათავგადასავლო ფილმის საწყის მოდელში შეტანილ იქნა არსებითი ცვლილებები როგორც დრამატურგიის, ისე სანახაობრივ-გამომსახველობით თავისებურებათა გაფართოებისა და სრულყოფის თვალსაზრისით. მრავალფეროვანი მასალის ათვისებამ (ისტორია, თანამედროვეობა) განაპირობა სათავგადასავლო ფილმის ჟანრულ სახესხვაობათა ჩამოყალიბება. ასე, მაგ., უკვე XXს. 20-30-იან წლებში ჩაისახა განგსტერული ფილმი, ტრილერი, თანდათანობით ათვისებულ იქნა დეტექტიური ჟანრის სიუჟეტები, მოგზაურობის თემატიკა და სხვ. თანამედროვე სათავგადასავლო ფილმი თანაბარ დაინტერესებას იწვევს სხვადასხვა ასაკის მოყვარულთა შორის.
Source: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN: 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9