სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სფ სც
საბ სათ სალ სამ სარ სას საქ საყ

სალამური

Mus.
ქართული ხალხური ხის ჩასაბერი საკრავი, ძირითადად მზადდება ლერწმისაგან. აქვს ფლეიტის ტიპის ღია მილი, 6-9 თვალით (ნახვრეტით). დიაპაზონი იზრდება გადაბერვის წესით. არსებობს უენო (უძველესი) და ენიანი სალამური, რომელსაც აქვს ძალზე რბილი, ნაზი ტემბრი და მდიდარი ტექნიკური შესაძლებლობები. ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს მთაში.
Source: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN: 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9