სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სფ სც
საბ სათ სალ სამ სარ სას საქ საყ

სასცენო ეფექტები

Theatr.
თეატრალური ხელოვნების უმნიშვნელოვანესი სფეროა, იქმნება სპეციალური ხელსაწყოებისა და დანადგარების საშუალებით. მათი მიზანია შექმნან ბგერითი და მხედველობითი ილუზია, რაც აუცილებელია მაყურებელზე განსაზღვრული მხატვრულ-სოციალური შთაბეჭდილებების შესაქმნელად. სასცენო ეფექტები გამოიყენებოდა ჯერ კიდევ ანტიკურ თეატრში, შუა საუკუნეებში კი სპექტაკლებზე საგანგებოდ მუშაობდნენ «საოცრებათა ოსტატები». სასცენო ეფექტები იყოფა სამ ჯგუფად, თუმცა ეს დაყოფა მაინც პირობითია, რადგანაც განსაზღვრული ილუზიის შესაქმნელად საკმაოდ ხშირ შემთხვევაში გამოიყენება სასცენო ეფექტების ორი, ზოგჯერ კი სამივე სახის შერწყმა. ეს ჯგუფებია: 1) სხვადასხვა სახის ბგერები და ხმაური, რაც სადღეისოდ აუდიოჩანაწერებით გამოიყენება; 2) მექანიკური, რომელიც დაკავშირებულია მსახიობთა გადანაცვლებასთან სცენაზე (ჩავარდნა, გაქცევა და სხვ.), აგრეთვე თავად დეკორაციის მოძრაობასთან (წისქვილი, ნავი, მატარებლის ვაგონი და სხვ.); 3) სინათლის, რომლებიც იყოფა სტაციონარულ (ვარსკვლავები, მთვარე, ცისარტყელა და ა.შ.) და დინამიკურ ეფექტებად (ჭექა-ქუხილი, ხანძარი, წვიმა, აფეთქება და სხვ.).
Source: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN: 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9