სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სფ სც
სერ

სერენადა

Mus.
მცირე ფორმის მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც თავდაპირველად, ღამით სრულდებოდა სათაყვანებელი ქალის სახლის ფანჯრების ან აივნის წინ. ძირითადად ეს იყო სატრფიალო ლირიკული სიმღერა მანდოლინის ან გიტარის თანხლებით. მეტწილად გავრცელებული იყო სამხრეთ ევროპაში, სადაც განვითარება პოვა ტრუბადურების მიერ საღამო ხანს შესასრულებელმა სიმღერებმა («სერენა»). XVIII ს-დან პროფესიულ მუსიკაში საკრავიერი სერენადები იქმნება, ისინი კვლავ მცირე ორკესტრისათვის დაწერილი პიესებია (ჰაიდნი, მოცარტი), რომლებსაც ისევ ღია ცის ქვეშ ასრულებდნენ. XIX ს-დან იქმნება სოლო-ვოკალური (შუბერტი), კამერულ-საკრავიერი (ბეთჰოვენი, ჩაიკოვსკი), სიმფონიური (გლაზუნოვი) და სხვა ჟანრის სერენადები.
Source: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN: 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9