სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სფ სც
სივ სიმ სინ სიუ

სიმფონიური მუსიკა

Mus.
სიმფონიური ორკესტრის მიერ შესასრულებლად განკუთვნილი მუსიკაა. მისი საორკესტრო ჟანრები ჩამოყალიბდა XVII-XVIII სს.-ებში. სიმფონიური მუსიკის ურთულესი ჟანრია სიმფონია, რომლის კლასიკური ნიმუშებიც შექმნეს ვენის კლასიკოსებმა - ჰაიდნმა (100-ზე მეტი), მოცარტმა (50-მდე), ბეთჰოვენმა (9), რომანტიკოსებმა - შუბერტმა, შუმანმა, ბერლიოზმა, ჩაიკოვსკიმ და სხვ. სიმფონია იწერება სონატურ ფორმაში და, როგორც წესი, შედგება ოთხი ნაწილისაგან: I ნაწილი - სონატური ალეგრო, სწრაფი, დრამატული; II ნაწილი - ნელი, ლირიკული, მღერადი; III ნაწილი - საცეკვაო ხასიათის, მენუეტი (ბეთჰოვენიდან - სკერცო); IV ნაწილი (ფინალი) - ცოცხალი, სადღესასწაულო (ხშირად - რონდო). რომანტიკოსთა შემოქმედებაში შეიქმნა სიმფონიური მუსიკის ახალი ჟანრები: პროგრამული სიმფონია, სიმფონიური პოემა, სიმფონიური სურათი, სიმფონიური ფანტაზია და სხვ. სიმფონიურ მუსიკას აგრეთვე წერდნენ იმპრესიონისტები, ავანგარდისტები და სხვა მიმდინარეობების კომპოზიტორები.
Source: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN: 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9