სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სფ სც
სივ სიმ სინ სიუ

სიმღერა

Mus.
1. ვოკალური ხელოვნება - ხმით მუსიკის შესრულება. შეიძლება იყოს სოლო, საანსამბლო, საგუნდო, საკრავიერი - თანხლებით ან მის გარეშე (ა კაპელა), სიტყვებით ან უსიტყვოდ (ვოკალიზი);
2. ვოკალური მუსიკის ყველაზე მარტივი და გავრცელებული ფორმა, რომელშიც შერწყმულია პოეტური და მუსიკალური მხატვრული სახე. სიმღერა არის ხალხური და პროფესიული. განსხვავდება ჟანრების მიხედვით (ეპიკური, ლირიკული, სახუმარო, საწესჩვეულებო და სხვა), წყობით (ერთხმიანი და მრავალხმიანი), შესრულების ფორმით (სოლო, საანსამბლო, საგუნდო). სიმღერების უმრავლესობა არის კუპლეტური ფორმის, რომელშიც ერთმანეთს ენაცვლება კუპლეტი (ერთნაირი ჰანგი სხვადასხვა ტექსტზე) და მისამღერი (ჰანგიც და ტექსტიც უცვლელი).
Source: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN: 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9