სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სფ სც
სივ სიმ სინ სიუ

სინოპსია

ასოციაციები, კავშირები სმენისა და მხედველობის აღქმებს შორის. ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ აღმოსავლეთში, ჩინეთში, ინდოეთში. მაგ., მაჟორული კილო აღიქმება როგორც "ნათელი", მინორული კი - როგორც "მუქი, ბნელი". ანალოგიურ შთაბეჭდილებებს ქმნიან სხვადასხვა ტემბრები, რეგისტრები, რაც ფართოდ გამოიყენება პროგრამულ-ასახვით მუსიკაში. ზოგ მუსიკოსს აქვს უნარი დააკავშიროს ბგერითი აღქმა კონკრეტულ ფერთან (მაგ., რიმსკი-კორსაკოვისათვის დო მაჟორი იყო თეთრი, მი მაჟორი - ლურჯი, ლა მინორი - მოვარდისფრო და ა.შ. განსხვავებული ასოციაციები ჰქონდა სკრიაბინს და ა.შ.).
Source: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9