1. მსახიობის გადაღება დასადგმელად მიღებული სცენარის რომელიმე ეპიზოდში, რათა მოქმედებაში გამოვლინდეს, თუ რამდენად შეესაბამება მსახიობის გარეგნული და შინაგანი მონაცემები შესასრულებელ როლს;
2. ოპერატორის მიერ წინასწარ ჩატარებული გადაღება იმ მიზნით, რომ გამოარკვიოს საოპერატორო ტექნიკის გადაღებისათვის მზადყოფნა, კინოფირის პრაქტიკული გამოყენების რეჟიმის დადგენა, რაც აუცილებელია ფილმის წარმოებისათვის (გადაღებისთვის). ოპერატორის სინჯით ხდება აგრეთვე შემოქმედებითი ჩანაფიქრის მოსინჯვა, რაც შემდგომში ფართოდ ხორციელდება გადაღების პროცესში.
Source: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN: 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]