სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სფ სც
სოი სოლ სონ

სონატა

კამერული მუსიკის ჟანრი. XVIII ს-დან წარმოადგენს სონატური ფორმის ნაწარმოებს ერთი ან ორი საკრავისათვის. პირველი სონატები (კორელი - XVII ს.) ახლოა სიუიტასთან. კლასიკური ციკლური (3-4 ნაწილიანი) სონატა ჩამოყალიბდა ჰაიდნისა და მოცარტის შემოქმედებაში, სრულყოფილ იქნა ბეთჰოვენის მიერ. XIX ს-ში რომანტიკოსები ქმნიან ერთნაწილიან სონატას (ლისტი). ძალზე პოპულარულია საფორტეპიანო სონატები (ჰაიდნი, მოცარტი, ბეთჰოვენი, შოპენი და სხვ.).
Source: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN: 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9