სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სფ სც
სურ

სურათების გალერეა

სპეციალური დანიშნულების ნაგებობა, რომელშიც დასათვალიერებლად გამოიფინება მხოლოდ ან უმეტესწილად ფერწერის ნიმუშები, სურათების გალერეას უწოდებენ აგრეთვე ფერწერის განყოფილებებს მუზეუმებში, სასახლეთა დარბაზებს, რომლებიც განკუთვნილია სურათების გამოსაფენად. ძველ საბერძნეთში სურათების საცავს პინაკოთეკად მოიხსენიებდნენ. მოგვიანებით ასე უწოდებდნენ ფერწერის ნიმუშების თავმოყრა-გამოფენას. მსოფლიოს ბევრი უდიდესი მხატვრული მუზეუმი წარმოადგნს სურათების გალერეას და ატარებს სწორედ «გალერეის» სახელწოდებას. მათ შორისაა, ლონდონის ნაციონალური გალერეა, ვაშინგტონის ხელოვნების ნაციონალური გალერეა, მოსკოვის ტრეტიაკოვის სახელობის გალერეა და სხვ.
Source: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN: 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9