სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სფ სც
სცე

სცენოგრაფია

Theatr.
დეკორაციების, სამოსის, სასცენო ეფექტების საშუალებით სპექტაკლის მხატვრული სახის შექმნის ხელოვნება. ყველა ეს გამომსახველობითი ხერხი წარმოადგენს თეატრალური წარმოდგენის კომპონენტებს, ხელს უწყობს სასცენო ნაწარმოების შინაარსის გახსნას, აძლევს განსაზღვრულ ემოციურ ჟღერადობას. დეკორაცია - სცენის გაფორმებაა. სცენოგრაფიის განვითარების ისტორიაში გამოიყოფა დეკორაციების რამდენიმე ტიპი. XVIII ს-ში ფართოდ გამოიყენებოდა ფერწერული დეკორაცია, რომლებზეც გამოისახებოდა ბუნების სურათები, მთელი არქიტექტურული ანსამბლები ან ინტერიერის ელემენტები. XVIII-XIX სს.-ების მიჯნაზე რეალისტური თეატრის განვითარებასთან ერთად, სცენაზე დაიწყეს გარკვეული გარემოს დეტალური შექმნა. გაჩნდა ე.წ. «პავილიონი», სამი მხრიდან დახურული ნაგებობა, რომლის გამოყენებამაც ხელი შეუწყო სპექტაკლში მრავალფეროვანი მიზანსცენების გამოყენებას. თანამედროვე თეატრში გამოიყენება დეკორაციის უახლესი და მრავალფეროვანი ფორმები. თეატრალური სამოსი მსახიობს ეხმარება პერსონაჟის გარეგნული სახის შექმნაში, შინაგანი სამყაროს გახსნასა და კონკრეტული ისტორიულ-სოციალური თუ ეროვნული გარემოს შექმნაში. სამოსისათვის აუცილებელი დანამატია გრიმი, ვარცხნილობა და სათანადო აქსესუარები. სცენოგრაფიის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს სასცენო ეფექტები.
Source: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN: 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9