"ნავი"
იგივეა, რაც «გონდოლიერა», ვენეციელი მენავეების სიმღერა, ზომიერი ტემპის, სამწილადი ზომის, ლირიკული, მღერადი ხასიათისა. ფართო გავრცელება პოვა პროფესიულ მუსიკაშიც, როგორც ვოკალურ, ისე საკრავიერ ჟანრებში (ჩაიკოვსკის, შოპენის, შუბერტის, მენდელსონის და სხვათა შემოქმედებაში).
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი